სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები პოლონეთთან მეოთხედფინალის წინ დილის ხუთ საათამდე ბერლინის ბარში იმყოფებოდა #1TVSPORT
სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები პოლონეთთან მეოთხედფინალის წინ დილის ხუთ საათამდე ბერლინის ბარში იმყოფებოდა #1TVSPORT

სლოვენიის ნაკრების კალათბურთელები ევრობასკეტის მეოთხედფინალის წინ, რომელშიც ისინი პოლონეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, დილამდე ბარში ერთობოდნენ, – წერს გამოცემა Ekipa24 ბოსნიურ პრესაზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, სლოვენიელი კალათბურთელები გუნდის ლიდერის ლუკა დონჩიჩის ჩათვლით დილის ხუთ საათამდე ერთ-ერთ გერმანულ ბარში იმყოფებოდნენ და ბევრი ალკოჰოლი მიირთვეს. იტყობინებიან, რომ სლოვენიაში დამალეს ის ფაქტი, რომ ნაკრების მოთამაშეებმა პოლონეთთან მატჩის წინ რეჟიმის დარღვევის უფლება მისცეს საკუთარ თავს.

სლოვენიის ნაკრებმა სენსაციურად წააგო პოლონეთთან (87:90) და დათმო ევრობასკეტის ტიტული. დონჩიჩმა 14 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, მაგრამ ხუთი პერსონალურით ვადაზე ადრე დატოვა მოედანი.