ამერიკელმა კომენტატორებმა ევრობასკეტისას ქორქმაზსა და ქართველებს შორის მომხდარი ინციდენტი გაიხსენეს - ნიანგი ბითაძეს ფურქანით დაემუქრა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ დღეს გამთენიისას NBA-ის ამ სეზონში მეორე მატჩი გამართა. მისი ინდიანა „ფილადელფიაში“ 106:120 დამარცხდა.
თბილისში გამართული ევრობასკეტის შემდეგ ბითაძე და თურქი ფურქან ქორქმაზი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ფურქანი „ფილადელფიას“ ღირსებას იცავს.
ერთ ეპიზოდში ბითაძე შეეჯახა სენეგალელ მეტოქე გეორგ ნიანგს, რა დროსაც ამერიკელმა კომენტატორებმა ევრობასკეტისას ქართველებსა და ქორქმაზს შორის მომხდარი ჩხუბი გაიხსენეს. რეპორტაჟის რეჟისორმა სათადარიგო სკამთან მდგომი ქორქმაზი უჩვენა. თუმცა ამ მომენტს გართულება არ მოჰყოლია.
რამდენიმე წუთში, როდესაც გოგა ბითაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა, გეორგ ნიანგმა ქართველს ჩაულაპარაკა – „ჩემს კაცს, ფურქანს გამოგიყვანო“…
ეს სიტყვები „ტვიტერზეც“ გავრცელდა: