ევრობასკეტი 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა ესტაფეტა გადაიბარეს #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა ესტაფეტა გადაიბარეს #1TVSPORT

ევრობასკეტი 2025-ის მომავალმა მასპინძლებმა ბერლინში, ევრობასკეტის მესამე ადგილისთვის თამაშის დიდ შესვენებაზე, წინამორბედებისგან სიმბოლურად ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ესტაფეტა გადაიბარეს.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ფინეთთან, კვიპროსთან და ლატვიასთან ერთად პოლონეთი ევრობასკეტი 2025-ის მე-4 მასპინძლად დასახელდა. მასპინძლობის გადაცემის სიმბოლურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა და ფიბა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა.

კვიპროსის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეას მოუზოურიდესმა, ფინეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტიმო ელომ, ლატვიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა და პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რადოსლავ პიესევიჩმა წინამორბედი ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მიქალ კონეცკისგან, გერმანიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან ვოფგან ბრენშაითისა და საქართველოს ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილისგან სიმბოლურად მასპინძლობის უფლების გამომხატველი ბურთები მიიღეს.

შეგახსენებთ რომ რიგით 42-ე ევრობასკეტი კვლავ 4 ქვეყანაში, ფინეთში, პოლონეთში კვიპროსსა და ლატვიაში გაიმართება. ეს უკანასკნელი ჯგუფურ ეტაპთან ერთად ტურნირის პლეი ოფსაც უმასპინძლებს.