ევრობასკეტი 2022 | პოლონეთმა სლოვენიასთან გამარჯვების შემდეგ ძალები ვერ აღიდგინა - პირველი ფინალისტი საფრანგეთია [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტზე მეოთხედფინალების ტრიუმფატორი პოლონეთის ნაკრები, როგორც ჩანს, სლოვენიასთან გამარჯვების ეიფორიიდან ბოლომდე ვერ გამოვიდა, რაც ნახევარფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ შეხვედრის დროს გამოჩნდა. პოლონელებმა თამაში 41 ქულით წააგეს, ვერც ერთმა პოლონელმა კალათბურთელმა 10-ქულიანი ზღვარი ვერ გადალახა, პირველ და მეორე მეოთხედში კი მთლიანად გუნდმა მხოლოდ 9-9 ქულის მოგროვება მოახერხა.

ფრანგები კი ნელ-ნელა ზრდიდნენ უპირატესობას და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით მოახერხეს მეტოქის დამარცხება, ისე, რომ გუნდის ლიდერები, ფაქტობრივად, არც დატვირთულან და ფინალს შეიძლება ითქვას, დასვენებულები შეხვდებიან.


პოლონეთი-საფრანგეთი 54:95


პოლონეთი: სლოტერი (9ქ), პონიტკა (7ქ), მიხალაკი (6ქ), ბალჩეროვსკი (5ქ), ძიევა (5ქ), გარბაჩი (5ქ), ჟუსკოვსკი (5ქ), ცელი (3ქ), ოლენიჩაკი (2ქ), შენკი (2ქ), სოკოლოვსკი (2ქ), კოლენდა (3პ)

საფრანგეთი: იაბუსელე (22ქ), ფურნიე (10ქ), ოკობო (10ქ), მ’ბაიე (8ქ), პოირიე (8ქ), ტარპეი (8ქ), ჰურტელი (7ქ), ფოლი (6ქ, 10მ), გობერი (6ქ), ლუვავო-კაბარო (4ქ), ალბისუ (3ქ), მალედონი (3ქ).