გენუაში, ხიდის ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ ოცამდე ადამიანი იყოს მოყოლილი
გენუაში, ხიდის ნანგრევებში შესაძლოა, კიდევ ოცამდე ადამიანი იყოს მოყოლილი. ამის შესახებ პროკურორმა, ფრანჩესკო კოციმ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევიან.
ბოლო მონაცემებით, ხიდის ჩამონგრევას 38 ადამიანი, მათ შორის სამი მოზარდი ემსხვერპლა. 16 დაშავებულიდან თორმეტის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმეა. მიმდებარე ტერიტორიებიდან ევაკუირებული 600-ზე მეტი მცხოვრები სახლებში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რადგან ხიდის კონსტრუქციიდან ბეტონის ფრაგმენტების ჩამოცვენის საფრთხე კვლავ არსებობს.
გენუაში გლოვაა გამოცხადებული.