გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი.
ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები არიან მოყოლილი.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხიდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობენ. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის განცხადებით, ხიდის ჩამონგრევა ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.