გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

გენუას საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქალაქის მერიის შენობაში იმართება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ქვეყნის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა და პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მიუსამძიმრებენ.

გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული და ხელახლა რეაბილიტირებული მორანდის ხიდის ჩამონგრევას გენუაში 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 18 ადამიანს დღეს დაკრძალავენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, ხუთ ადამიანს ნანგრევებში ახლაც ეძებენ.

ათობით ადამიანი გენუას სან მარტინოს საავადმყოფოში იმყოფება. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.