გენუის მკვიდრმა ხიდის ჩამონგრევის მომენტი გადაიღო

იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის მომენტი ადგილობრივმა დავიდ დი ჯორჯომ ოფისიდან გადაიღო და საკუთარ მშობლებს გაუგზავნა. მოგვიანებით, ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა.

„თავი ფილმში მეგონა. საშინელი ხმა მომესმა. თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ხმა წამებში გაძლიერდა, ყველაფერი გავაცნობიერე და ინსტინქტურად ყვირილი დავიწყე. ახლაც არ მჯერა მომხდარი, ჯერ კიდევ შოკში ვარ“, – განაცხადა ვიდეოს ავტორმა, დავიდ დი ჯორჯომ Euronews-თან ინტერვიუში.

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი.

ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები არიან მოყოლილი.