გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.
კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.
ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
კადეტებს სიტყვით მიმართა ლიცეუმის დირექტორმა, რომელმაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას ლიცეუმის განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კადეტები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.
მოგვიანებით, ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო მიღებით გაგრძელდა. კადეტებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება აჩვენეს და თვითნაკეთი ნივთები წარუდგინეს.
ლიცეუმი 2018 წელს 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგანაც სამი ოქროსა და ხუთი ვერცხლის მედლის კანდიდატია.