დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
აღნიშნულის შესახებ გედევან ფოფხაძემ პირველ არხს ექსკლუზიურად განუცხადა.
გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.
გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ნინია კაკაბაძის ფასეულობები და შეხედულებები მისთვის მიუღებელია და მის კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.
ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.