გედევან ფოფხაძე - ვერავინ მომთხოვს, მხარი დავუჭირო ნინია კაკაბაძეს, რომლის ფასეულობებიც ჩემთვის მიუღებელია
გედევან ფოფხაძე - ვერავინ მომთხოვს, მხარი დავუჭირო ნინია კაკაბაძეს, რომლის ფასეულობებიც ჩემთვის მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ნინია კაკაბაძეს მხარს ვერ დაუჭერს.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რელიგიის შეურაცხმყოფელს ხმას ვერ მისცემს.

„ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ნინია კაკაბაძის დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და უწმინდესისადმი. მათ მიმართ მისი საჯარო შეურაცხყოფები. ნამდვილად, ჩვენ ჩვენი მორალური ღირებულებები გვაქვს, ამ ღირებულებებს ვერ გადავალთ, ჩვენი რელიგიის შეურაცხმყოფელს ხმას ვერ მივცემთ. მე მაინც მგონია, რომ აქ სამართლებრივად დავა ვერ იქნება, რომ ჩვენი ხმები საჭიროა, რათა ოპოზიციის ინიციატივით შემოთავაზებული კანდიდატი იყოს დადასტურებული. თუ ოპოზიციას მართლა უნდა ისეთი კანდიდატი აირჩიოს, რომელიც პრინციპული, კრიტიკული პოზიციის გამტარებელი იქნება, ალბათ ელემენტარულ კონსენსუსზე მაინც უნდა შევთანხმდეთ. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ თუ ჩვენგან წარდგენილი კანდიდატის ფასეულობები არ მოსწონს და მხარს ამიტომ ვერ დაუჭერს, ეს ბუნებრივია. მე მიმაჩნია, რომ მეც ვერავინ მომთხოვს, მხარი დავუჭირო ადამიანს, რომელიც ღირებულებებით და ფასეულობებით ჩემთვის მიუღებელია”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.