გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა და ამბობს, რომ ნიკა მელიას პერსონალურ სოლიდარობას უცხადებს
გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა და ამბობს, რომ ნიკა მელიას პერსონალურ სოლიდარობას უცხადებს

მოვედი, რომ პერსონალურად სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, „ნიკა მელიას პრობლემა არ არის მხოლოდ ნიკა მელიას პრობლემა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მსხვილი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოვედი, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას. ნიკა მელიას პრობლემა არ არის მხოლოდ ნიკა მელიას პრობლემა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.