გედევან ფოფხაძე - საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციის ათასობით ფაქტი დაფიქსირდება
გედევან ფოფხაძე - საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციის ათასობით ფაქტი დაფიქსირდება

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – რა უფრო ღირებულია ადამიანების ჯანმრთელობა თუ არჩევნების ჩატარება? თუ ვამბობთ, რომ არჩევნების ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ადამიანებს ნუ შევუზღუდავთ იმის უფლებას, რომ პალატებიდან, საავადმყოფოებიდან გამოვიდნენ და არჩევნებზე მივიდნენ, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა იმის გამო, რომ ადამიანი არის ავად, ვერანაირი პრინციპით ვერ გამართლდება.

„საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციის ათასობით ფაქტი დაფიქსირდება. არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა იმის გამო, რომ ადამიანი არის ავად, ამას ვერანაირი პრინციპით ვერ გავამართლებთ. ხელისუფლებამ ვერ შეძლო საარჩევნო პროცესის ისე დალაგება, რომ კონსტიტუციის ათასობით დარღვევის შემთხვევა არ ყოფილიყო. თუ მოქალაქეებს ხმის უფლებას წავართმევთ, აბა, ხელისუფლებას როგორ ვირჩევთ? მაშინ, უნდა ვთქვათ, რომ „კოვიდის“ გამო ადამიანები თვითიზოლაციაში არ უნდა იყვნენ. ავად რომ ვიყავი, პალატიდან არ მიშვებდნენ და დერეფანში გადაადგილების უფლება არ მქონდა, რითაც ჩემი კონსტიტუციური უფლება ირღვეოდა იმისთვის, რომ ავადმყოფობა სხვისთვის არ გადამედო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – რა უფრო ღირებულია ადამიანების ჯანმრთელობა თუ არჩევნების ჩატარება? თუ ვამბობთ, რომ არჩევნების ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ ადამიანებს ნუ შევუზღუდავთ იმის უფლებას, რომ პალატებიდან, საავადმყოფოებიდან გამოვიდნენ და არჩევნებზე მივიდნენ“, – განაცხადა ფოფხაძემ.