გედევან ფოფხაძე - პარტიის შექმნის დეტალებზე საუბარი ნაადრევია
გედევან ფოფხაძე - პარტიის შექმნის დეტალებზე საუბარი ნაადრევია

რაღაც პოლიტიკური გაერთიანება რომ იქნებოდა, ეს ნათელი იყო მაშინ, როცა „ქართული ოცნებიდან“ წამოვედით, მაგრამ ახლა პარტიის შექმნის დეტალებზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიქმნება პარტია და ვინ იქნება მასში წარმოდგენილი.

„ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენს წრეში აქტიური დისკუსია და მსჯელობა მიდის, მაგრამ რაიმე კონკრეტიკაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ამაზე შეთანხმებული პოზიცია უნდა არსებობდეს. გამოკვეთილი არაფერია. იდეა იმის, რომ პოლიტიკური ფორმა გვჭირდება ბრძოლისთვის, უდავოა, მაგრამ კონკრეტიკა არ შეგვიძლია გავასაჯაროოთ, რადგან ამაზე შეთანხმება უნდა არსებობდეს. შეთანხმებული არ ვართ, დარბაზიც კი მოსაძებნია და ადამიანების სავარაუდო წრესთან საკითხებია შესათანხმებელი. ამ თემის წამოწევა ნაადრევია. პარტიიდან რომ წამოვედით, მაშინ ვთქვით, რომ პარტიას შევქმნიდით, რადგან პოლიტიკურ აქტიურობას შინაარსს ისე ვერ მისცემ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელია უახლოეს ხანში პარტიას შექმნის.