გედევან ფოფხაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობას გედევან ფოფხაძე ტოვებს. გადაწყვეტილების თაობაზე გედევან ფოფხაძემ განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ფოფხაძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობასთან.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.