გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირ8იკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
„ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში – ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.