სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაძლოა, აღარ გაერთიანდეს და გარემოს დაცვა კვლავ ცალკე უწყებად დარჩეს. პირველი არხის ინფორმაციით, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გარემოს დაცვის სამინიტროს გაუქმების წინააღმდეგია, შესაძლოა, გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღარ შეუერთდეს.
რაც შეეხება წიაღისეულის მიმართულებას, შესაძლოა, ეს ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცეს.
იმ შემთხვევაში, თუკი გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დარჩება, მთავრობას მინისტრის წარდგენა მოუწევს.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.