ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ ყოფილი პრეზიდენტის დაღუპვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა. მან რობერტ მუგაბე ქვეყნის დამფუძნებელ მამად მოიხსენია.
რობერტ მუგაბე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ზიმბაბვეს ერთ-ერთი პირველი ლიდერი გახდა, რომელიც ქვეყანას 1987-2017 წლებში მართავდა. მუგაბემ თანამდებობა სამხედროებისა და მმართველი პარტიის ზემოქმედების შედეგად დატოვა.