მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ელგუჯა ბერძენიშვილს ხვალ, 15:00 საათზე, ვაკის კერძო სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
ელგუჯა ბერძენიშვილის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „დეკორატიული პანო“ ბიჭვინთაში (1967), „ნავები“ (1955), „მეუღლის პორტრეტი“ (1956), „აბესალომ და ეთერი“ (1968); განსაკუთრებით საინტერესოა კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „დიდოსტატის მარჯვენის“ ილუსტრაციები (1972).