49 წლის ასაკში კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
კობა დავითაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ალადაშვილის კლინიკაში იყო გადაყვანილი.
კობა დავითაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზებისა და მენეჯმენტის სპეციალობით. კობა დავითაშვილი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.