სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო.

​„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია.

ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.

ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი დღეს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.