პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა

13:33, 07.11.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული.

„დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას!“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე.

მსგავსი