კახა კალაძე - კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი
კახა კალაძე - კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ყველანი დამწუხრებულები ვართ კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი. დიდია მისი წვლილი ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში. ის იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქში“.

ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი დღეს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.