გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში ავტომანქანების მეორადი ნაწილების საწყობი დაიწვა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, 800 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საწყობიდან 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაწვა.
არსებობდა ხანძრის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საფრთხე, რადგან საწყობი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს.
მინდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.