გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს
გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამაშველო ღონისძიებების შედეგად, გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა.

მოზარდები გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოდან არიან. ისინი წყალსაცავში საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მყვინთავები. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.