გარდაბანში, წყალსაცავში ორ მოზარდს ეძებენ

17:12, 24.06.2021

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალსაცავში 15 და 17 წლის მოზარდებს ეძებენ.

თვითმხილველების განცხადებით, ბავშვები საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მყვინთავები. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

თვითმხილველების თქმით, მოზარდები გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოდან არიან.

მსგავსი