გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური2“-ის მშენებლობა დაიწყო
გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური2“-ის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა მიიღეს.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლების ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ია.
კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შიდა რესურსებით დაფინანსდება.