გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური2“-ის მშენებლობა დაიწყო

16:19, 30.05.2018

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური2“-ის მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა მიიღეს.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლების ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ია.

კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შიდა რესურსებით დაფინანსდება.

 

მსგავსი