განათლების სამინისტრო შესაძლოა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სასჯელაღსრულების კი, იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდეს
მთავრობის რეორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება.
პირველი არხის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო შესაძლოა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდეს, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი – იუსტიციის სამინისტროსთან.
არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში ის ვერსიაც განიხილება, რომ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სფერო გამოეყოს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 14 სამინისტროს 11 სამინისტრომდე შემცირება იგეგმება.