გამოძიების ინფორმაციით, „კიოტო ანიმეს“ შენობაზე თავდამსხმელი მიიჩნევდა, რომ კომპანიამ მისი ნაწარმოები მოიპარა
„კიოტო ანიმეს“ შენობაზე თავდამსხმელი მიიჩნევდა, რომ კომპანიამ მისი ნაწარმოები მოიპარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული ჩვენება ეჭვმიტანილმა გამომძიებლებს თავად მისცა. 41 წლის ბოროტმოქმედი თვლიდა, რომ „კიოტო ანიმეს“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მისი იდეა მოიპარა და მის მიერ დაწერილი ნამუშევრით ფილმი გადაიღო.
იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის კომპანიაზე თავდასხმა 18 ივლისს მოხდა. 41 წლის ბოროტმოქმედი შენობაში შეიჭრა, ბენზინი დაასხა და ცეცხლი მოუკიდა. ხანძრის დროს 33 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. თავდასხმის დროს თავად ბოროტმოქმედიც დაშავდა. ის ამჟამად სამედიცინო ცენტრში იმყოფება. ბოლო ათწლეულებში ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეებმა ხუთი საათი მოანდომეს.