„გამარჯვებულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება 8 მარტის შეთანხმების დარღვევაა
„გამარჯვებულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება 8 მარტის შეთანხმების დარღვევაა

ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად რომ ებრძვის ირაკლი ოქრუაშვილს, განსაკუთრებულ მტრად და მეტოქედ აღიქვამს, მე მგონი, ყველამ უკვე დავინახეთ, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზეა დაბარებული, რას უკავშირებდა ოქრუაშვილის დაბარება და ელოდებიან თუ არა მის ხელახლა დაჭერას, გურამ ჩალაგაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არღვევს 8 მარტის შეთანხმებას.

„როდესაც ერთხელ უკვე ივანიშვილს და მისმა გუნდმა დაარღვიეს 8 მარტის შეთანხმება ყველამ ნახეთ, რა საფასურის გადახდა მოუწიათ. ისინი ფაქტია, რომ არღვევენ ამ შეთანხმებას. ამ შემთხვევაში მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ. დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, ამათ არაფერს არ აპატიებენ და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი 30 ოქტომბერს გასცემს პასუხს. 8 მარტის შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და მთავარი მედიატორები იყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის საელჩო ამ ადამიანების გადაგდება ბიძინა ივანიშვილს დაუჯდება ძალიან ძვირი. ვურჩევ კიდევ ერთხელ, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ 30 ოქტომბერს ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები“,  – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

განცხადება ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება ძველი საქმეების გაცოცხლებაა. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა საქმეზეა საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული.