გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.
შეხვედრის მთავარი თემა იქნება გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯა.
ჟენევაში ამ თემაზე ისაუბრეს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ქართული მხარე აცხადებს, რომ ოთხოზორიას მკვლელობაზე საუბარი გალში გაგრძელდება.