არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის რეზოლუციაში მკაცრი შეფასებებია, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელობებზე
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის რეზოლუციაში მკაცრი შეფასებებია, როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელობებზე

არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირას საპარლამენტო სესიაზე ძალიან პრინციპულ რეზოლუციაზე იმსჯელებენ, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმეს შეეხება.

,,ჩვენ ამ კვირაში სესიაზე გავიტანთ რეზოლუციას, რომელიც ძალიან პრინციპულია. ამ რეზოლუციაში გაკეთებულია მკაცრი შეფასებები როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში კონკრეტული მოთხოვნებია, რომელიც ეხება ცხედრის გადმოცემის, გამოძიების ჩატარების და საერთაშორისო მონიტორინგის საკითხს. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან, რადგან არჩილ ტატუნაშვილი საკითხი არის ის, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი