გალაკტიონის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ლიტერატურის ინსტიტუტში წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გალაკტიონის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
„რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“ – გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის რეცეფცია ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში (1910-2010) ქრესტომათიული ნაშრომის პირველი წიგნია.
ამასთან, გაიმართა წიგნის „გალაკტიონოლოგია“ პრეზენტაცია, რომელიც მე-8 გამოცემაა და ეძღვნება „არტისტული ყვავილების“ გამოცემიდან 100 წლისთავს. ზუსტად 100 წლის წინ, 1919 წელს გამოიცა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე წიგნი „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“, რომელმაც ავტორს გენიალური პოეტის სახელი მოუტანა.