დუდუ დადიანის მემორიალი „რუსთავმა“ გამარჯვებით გახსნა
დუდუ დადიანის მემორიალი „რუსთავმა“ გამარჯვებით გახსნა

საქართველოში საკალათბურთო სეზონმა სტარტი დღეს აიღო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა.

უკვე ჩატარდა პირველი მატჩიც. „რუსთავმა“ „მგზავრები“ დამაჯერებელი ანგარიშით 94:63 დაამარცხა. დღესვე შედგება კიდევ ორი შეხვედრა. „კაკტუსის“ მეტოქე „ტიტები“ იქნება, „ქუთაისი“ კი „ოლიმპს“ შეხვდება. დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალური მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება.

დღესვე ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ფედერაციის ყოველწლიური ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ნაკრების წევრები გოგა ბითაძე და დუდა სანაძე დაესწრნენ.