„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ხევსურეთსა და ხევში პრესტური გაიმართა [ფოტო]
12:55, 08.07.2019
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ხევსურეთსა და ხევში პრესტური გაიმართა. 30-მდე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელმა ხევსურეთში ის სასტუმროები და „გესთჰაუსები“ მოინახულა, რომლებიც ჩართულნი არიან კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“.
პრესტურის მონაწილეებმა ჩირდილის ბანაკი დაათვალიერეს, მოინახულეს არტჰაუსის სახელოსნო და მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი კულინარიული და ტრადიციული ხელსაქმის მასტერკლასში.
ტურის მონაწილეებმა სოფელ როშკადანაბუდელაურისტბებამდე ფეხით 14-კილომეტრიანი მონაკვეთიც დაფარეს.
ხევსურეთის მონახულების შემდეგ, პრესტურის მონაწილეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ, დაათვალიერეს ჯუთა.
„გაატარე ზაფხული საქართველოში“- მასშტაბური სოციალური კამპანიაა, რომლის წამოწყების მიზეზი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტაა. კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას, მოიზიდოს ტურისტები და დაანახოს მსოფლიოს ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი.