სალომე ზურაბიშვილი კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო და უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო და უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

მან ვიდეომიმართვა ქალაქ ბათუმიდან ჩაწერა.

„ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ქართული რივიერის უმაღლეს ადგილას. ჩემს უკან არის ყველაზე თანამედროვე ქალაქი ბათუმი და მისი სანაპირო. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი, სადაც კულტურა ხვდება სილამაზეს. აქვე გვაქვს არქეოლოგიური ადგილები. გელოდებით თქვენ, ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.