ჯასტინ მაკკენზი სვანეთში მოგზაურობს – როდესაც მიმოიხედავთ, სუნთქვისშემკვრელი სილამაზით ხართ გარშემორტყმული

22:16, 12.07.2019

ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სვანეთში მოგზაურობს და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„როდესაც ირგვლივ მიმოიხედავთ, სუნთქვისშემკვრელი სილამაზით ხართ გარშემორტყმული“, – წერს ელჩი, რომელიც კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო.

კამპანია „გაატარე ზაფხულის საქართველოში“ სოციალურ ქსელებში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.

მსგავსი