ელისაბედ მეორე - მთავრობის პრიორიტეტია, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე დატოვოს
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი აცხადებს, რომ მთავრობის პრიორიტეტია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე დატოვოს. ამის შესახებ ელისაბედ მეორემ პარლამენტის ახალი სესიის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში ისაუბრა.
„ჩემი მთავრობის პრიორიტეტი ყოველთვის იყო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან 31 ოქტომბრამდე გასვლის უზრუნველყოფა. მთავრობას სურს პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირთან, რომელიც თავისუფალი ვაჭრობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება“, – განაცხადა ელისაბედ მეორემ.