გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი უკვე მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.  ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

რა გახდა პოსტიდან წასვლის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობით, ნიკი ჰეილიმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტს გასულ კვირას, თეთრ სახლში ვიზიტის დროს აცნობა.

ნიკი ჰეილი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშვნამდე, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი იყო.