გაერო-ში აცხადებენ, რომ უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, რადგან საზღვაო საზღვრების დაკეტვის გამო, პროდუქციის ექსპორტი შეუძლებელია
უკრაინის პორტებში თითქმის 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებულია, რადგან რუსულ სამხედრო შეჭრასთან დაკავშირებით დაკეტილი საზღვაო გზების გამო პროდუქციის ექსპორტი შეუძლებელია, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა მარტინ ფრიკმა განაცხადა.
„შიმშილი იარაღი არ უნდა იყოს. უკრაინული საკვები მსოფლიოსთვის სასწრაფოდ საჭიროა“, – განაცხადა ფრიკმა და აქვე გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად სხვა ქვეყნებისთვის უკრაინული საკვების მიწოდების მოწოდებით გამოვიდა.
პირველ მაისს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკისა და ხერსონის საზღვაო პორტები დახურვის თაობაზე, ვიდრე ეს ტერიტორიები რუსული ჯარებისგან არ გათავისუფლდება. ეს გადაწყვეტილება გემებისა და მგზავრების მომსახურეობის, ტვირთის, ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის შეუძლებლობის გამო მიიღეს.
მედიის ცნობით, ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, გაერო-მ განაცხადა, რომ ფასები ისეთ საკვებ პროდუქტებზე, როგორიც არის მცენარეული ზეთი და მარცვლეული, რეკორდულ მაჩვენებელს, 12 პროცენტზე მეტს მიაღწია, რაც 1990 წლის შემდეგ რეკორდია. ფასების მკვეთრი მატების მიზეზი ძირითადად უკრაინის ომთან დაკავშირებული „მიწოდების მასიური შეფერხებებია“.
ომამდე უკრაინა ხორბლისა და სიმინდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი იყო.
სურსათის ფასების ზრდამ და რუსეთიდან და უკრაინიდან მიწოდების შეფერხებამ საფრთხე შეუქმნა სურსათთან დაკავშირებულ მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკისა და აზიის ნაწილებში, სადაც მოსახლეობას მუდმივად არასაკმარისი კვება აქვს და სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს სუბსიდირებული პურითა და იაფი ატრიით.