გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის სტატუსზე მსჯელობას გეგმავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის სტატუსზე მსჯელობას გეგმავს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები იერუსალიმის სტატუსზე მსჯელობას გეგმავენ. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლის ყველა მცდელობის უკანონოდ გამოცხადებას აპირებენ.

რეზოლუციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დონლად ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.

დოკუმენტის სამუშაო ვერსია ეგვიპტის მიერ არის ინიცირებული და მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა სავარაუდოდ, რეზოლუციას აშშ-ი ვეტოს დაადებს. აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლობაში ახალ რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აშშ-ის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი, ტრამპის იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმა.