გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უშიშროების საბჭოს ხუთი ახალი არამუდმივი წევრი აირჩია
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უშიშროების საბჭოს ხუთი ახალი არამუდმივი წევრი აირჩია. ესენი არიან – გერმანია, ბელგია, სამხრეთ აფრიკა, დომინიკის რესპუბლიკა და ინდონეზია.
ქვეყნები გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები ორი წლის განმავლობაში – 2019-2020 წლებში იქნებიან. არჩეულმა ქვეყნებმა გაერო-ს გენერალური ასამbლეის წევრთა ორ მესამედზე მეტი ხმა მიიღეს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრს შორის ხუთი მუმდივია, (აშშ,საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი), ათი კი არამუდმივი წევრია, რომლებსაც ორწლიანი ვადით ირჩევენ. დროებით წევრებს ვეტოს უფლება არ გააჩნიათ.