გადაუღებელმა წვიმამ საბერძნეთის ქალაქ ნეა-პერამოსში წყალდიდობა გამოიწვია
გადაუღებელმა წვიმამ საბერძნეთის ქალაქ ნეა-პერამოსში წყალდიდობა გამოიწვია.
დედაქალაქ ათენიდან 27 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქის ქუჩები რამდენიმე საათში ტალახის მდინარეებად იქცა.
სამაშველო სამსახურში დახმარების თხოვნით 160-მდე შეტყობინება შევიდა. მაშველებმა ავტომობილში ჩარჩენილი არაერთი მგზავრი გადაარჩინეს.
ერთი დღით ადრე, საბერძნეთის ხელისუფლებამ სტიქიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კუნძულ სიმიზე, სადაც გადაუღებელი წვიმის შედეგად კუნძულის დიდი ნაწილი დაიტბორა და ასეულობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.