საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, ცენტრალურ საბერძნეთში წყალდიდობამ ნგრევა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზიანდა ინდუსტრიული ქალაქები მანდრა, ნეა-პერამოსი და მეგარა.

გარდაცვლილთა უმეტესობა ხანშიშესული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მაშველებმა საკუთარ სახლებში მიაგნეს. ღვარცოფის შედეგად დატბორილია ქუჩები.

BBC-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ რამდენიმეს ეძებენ. გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა.
საბერძნეთში ძლიერი წვიმა რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.