საბერძნეთის კუნძულ ევიაზე წყალდიდობისა და მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

17:30, 09.08.2020

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ ევიაზე გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეხის დაცემის შედეგად.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მაშველები კიდევ ორ პირს ეძებენ.

რვა ადამიანი დატბორილი სახლებიდან გამოიყვანეს. განხორციელდა ათობით პირის ევაკუაცია.

მსგავსი