საბერძნეთის კუნძულ ევიაზე წყალდიდობისა და მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ ევიაზე გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეხის დაცემის შედეგად.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მაშველები კიდევ ორ პირს ეძებენ.
რვა ადამიანი დატბორილი სახლებიდან გამოიყვანეს. განხორციელდა ათობით პირის ევაკუაცია.