ევროკავშირის გაფართოების სამიტი
ევროკავშირის გაფართოების ფორუმი ოფიციალურად გახსნა მარტა კოსმა. მან ევროპის გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში ევროპას უმოქმედობის უფლება არ აქვს. მისი თქმით, მომავალი თაობებისთვის მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ევროპის გაერთიანების დასრულება გადამწყვეტია. კოსის განცხადებით, დღეს გაფართოების პროცესი გაცილებით უფრო კონკურენტულ და მტრულ გარემოში მიმდინარეობს.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. მან ევროკავშირის გაფართოების ახალ ისტორიულ შესაძლებლობაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, ეკონომიკურ სარგებელსა და კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე ისაუბრა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს ევროპის თავისუფლება და დამოუკიდებლობა გამოცდას გადის, რის გამოც კავშირის გაფართოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ გაფართოება არა მხოლოდ ახალ წევრ ქვეყნებს, არამედ მთლიანად ევროკავშირს აძლიერებს და ამდიდრებს.