წყალდიდობას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა
წყალდიდობას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა

გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას საბერძნეთში სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქები მანდრა, ნეა პერამოსი და ნეგერა დააზარალა. ტალახის მასებით დატბორილია ქუჩები. ასობით მოსახლეს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

დახმარების თხოვნით სამაშველო სამსახურში მხოლოდ ნეა პერამოსიდან 160-მდე შეტყობინება შევიდა. მაშველებმა ავტომობილში ჩარჩენილი არაერთი მგზავრი გადაარჩინეს. ერთი დღით ადრე, საბერძნეთის ხელისუფლებამ სტიქიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კუნძულ სიმიზე, სადაც გადაუღებელი წვიმის შედეგად კუნძულის დიდი ნაწილი დაიტბორა.