გადაუღებელი წვიმის შედეგად მარტვილში საკარმიდამო ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საავტომობილო გზები დაიტბორა
გადაუღებელმა წვიმამ მარტვილში პრობლემები შექმნა. დატბორილია საკარმიდამო ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საავტომობილო გზები.
პრობლემებია ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბანძაში, ნაგვაზაოსა და ლეხაინდრაოში. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
როგორც მერიაში აცხადებენ, ყველა პრობლემურ ადგილზე უკვე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მანამდე კი, დღის პირველ ნახევარში მარტვილის ზედა ზონის სოფლებში ქარბორბალამ კერძო სახლს სახურავი გადახადა.
სტიქიის ამსახველი ფოტო-ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.